მეცნიერების პოპულარიზაციისთვის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გადაღებული ფილმი "გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო" GOLD კატეგორიის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე: "ისტორია, ხელოვნება,და მეცნიერება" (History, Arts and Sciences International Doc Fest) მონაწილეობისთვის შეირჩა. ფესტივალი ათენში გაიმართება.
ფილმი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების აღმოჩენას ეძღვნება, რომელსაც პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს. ფილმის რეჟისორია ლელა წიფურია, ოპერატორი გიორგი ხაბურძანია, მემონტაჟე ზაზა ჩხეტიანი. ფილმი დამონტაჟებულია თსუ მულტიმედია ცენტრში.